როგორც NGO-ები აღნიშნავენ, მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
"პრობლემას ამძაფრებს პოლიციაში გავრცელებული დაუსჯელობის სინდრომიც, რისი მთავარი ფაქტორიც სამართალდამვველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობაა" - აღნიშნულია მიმართვაში.
"საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობა უფრო კარგად და გონიერად აზროვნებს, ვიდრე, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი," - აცხადებს უმრავლესობის წევრი.