LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

152
Untitled design (1)

„არა, რუსულ კანონს“ – ამ სლოგანით პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და „უცხოური გავლენების“ შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

როგორც ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპულ ოჯახს ჩამოაშორებს:

„დღეს, ჩვენი ქვეყნის პარლამენტში უნდათ, რომ დაიწყონ დიდი რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანიც არის, საქართველო ჩამოაცილონ ევროპულ ოჯახს. რუსული კანონპროექტი, რომელიც ჩვენმა პარლამენტარებმა უნდა განიხილონ, სპობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის შესაძლებლობას, რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა.

ამ კანონპროექტით, პარლამენტს უნდა, რომ დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი რუსულია და ის საქართველოს ევროპას აშორებს:

„იმ ადამიანებთან, რომლებიც აპირებენ, რომ ამ კანონს მხარი დაუჭირონ, სალაპარაკო აღარაფერი მაქვს და არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ.

ერთადერთი, შემიძლია საზოგადოებას მივმართო და ვუთხრა, ის, რომ ეს ცალსახად რუსული კანონია. ეს კანონი არის ზუსტად რუსული კანონის ანალოგი, ეს არის კანონი, რომელიც გვაშორებს ევროპასთან და ეს არის კანონი, რომელიც კლავს ჩვენს ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, ეს არის კანონი, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა და პირდაპირ გვითხრეს, რომ გვაშორებს ევროპას“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ამ დროისთვის მიმდინარე აქციას უერთდებიან მოქალაქეები და სტუდენტებიც.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

შეგახსენებთ, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების -„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უნდა განეხილათ, თუმცა დარბაზში ხმაური ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია, ამის შემდეგ კი პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ამავე თემაზე:

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

„ძალიან მწყდება გული, რომ აგენტის სტატუსი მომენიჭება, არ მომწონს ეს სიტყვა“ – მაია ბუწაშვილი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე

პოპულალურები