თალაკვაძის თქმით, ამ რთულ ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ომს აწარმოებს, ყველა ქვეყანა და მათ შორის, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და ფიქრობს თავის უსაფრთხოების პირობებზე.
„გუშინ პრეზიდენტს მორცხვად რომ უკრავდით ტაშს, ესეც არ დარჩენია საზოგადოებას შეუმჩნევლად. რატომ უკრავდით ტაშს მორცხვად იცით? იმიტომ, რომ მან დაგადანაშაულათ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრაში.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის – როგორც მან აღნიშნა, საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა რუსეთს.