როგორც „ამერიკის ხმის“ ყოფილმა კორესპონდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა განიხილავდეს იმას, თუ კონკრეტულად რომელ პირებს უნდა დაუწესონ პერსონალური სანქციები.
„არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება... სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა გააკეთა.
„საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? - ქვეყანას დასანქცირების საფრთხე არ ემუქრება“
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს იმის გამო, რომ ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი კანონებს იღებს.