ცნობისათვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ „უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსული ჯარები „მოიგერიეს“.
მისივე ინფორმაციით, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლები მიმდინარეობს და ყველა სხვა ინფორმაცია ზუსტდება.
"ეს არის დაბომბვა და თავდასხმა შესვენების გარეშე. ღამითაც კი, ზოგან ბრძოლა უკვე ქარხნის მიღმაა. მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად იქცა" - წერია მიმართვაში.