„ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. იმიტომ, რომ ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
„ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ“.
„აშშ-მ შეურაცხყოფა მოგვაყენა, გვეუბნება, რომ დაგელაპარაკები მხოლოდ მაშინ, თუ რაღაცას გააკეთებთო. წინაპირობის გარეშე უნდა დაჯდეს და დაგველაპარაკოს“ - თქვა ბეჟან წაქაძემ.