გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ არ გვიმსჯელია, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განაცხადა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, ზურა დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს.
თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს დიალოგი იმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციასთან განუცხადა, სადაც პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს.