"ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში "ქართული ოცნების" წახალისება".
"უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია" - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.