პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ისინი ილია მეორეს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ. საქმე ეხება 21 აპრილს ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. პანკისელები მიიჩნევენ, რომ პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება უნდა შეწყდეს. როგორც პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პანკისის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ პატრიარქისგან კურთხევა მიიღეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს წერილობით მიმართონ.
ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი, ეს შეუძლია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პანკისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ პანკისის ხეობის მოვლენებისას დაშავებული პოლიციელები მოინახულეს.
გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე და პოლიციელების მიმართ ჩადენილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ ის სამართალდამცველებმა დააკავეს, უბრალოდ ამის შესახებ ჟურნალისტებს არაფერი უთხრა. მისი თქმით, პოლიციას სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.