მათიკაშვილის განცხადებით, მიღებულია რეზოლუციები, სადაც სრულიად უსაფუძვლოდ, ამორფულად შეიტანეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება და აცდენილია რეალობას.
„სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, მაგალითები ადასტურებს იმას, რომ ასეთი პროცესები, რომელიც შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდა, იმით დასრულდა, რომ ყველა განცხადება, მათ შორის, ჩვენი მეგობრების ევროპიდან და აშშ-დან მართალი არ აღმოჩნდა.“
დავით მათიკაშვილმა კითხვით მიმართვის დროს, გაიხსენა ანა აბაშიძის დაპირისპირება სოფო კილაძესთან, რომელიც გაეროში აირჩიეს და რომელსაც მათიკაშვილის თქმით, აბაშიძემ არაკომპეტენტური უწოდა.