LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: „ბიძინა ივანიშვილი შიშის ზარს სცემს სრულიად რადიკალურ ოპოზიციას“

159
BeFunky-collage (1)

ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ უდიდესი ავტორიტეტი გააჩნია და მისი ფაქტორი რომ დღეს,  შემოსვლამდე და შემოსვლის შემდეგაც შიშის ზარს სცემს სრულიად რადიკალურ ოპოზიციას აქ ამაზე ბევრი სალაპარაკო არ არის“ – განაცხადა „რადიო ფორტუნა“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატმა გადაცემაში „დღის თემა“  2024 წლის არჩევნებში მმართველი გუნდის შანსებზე ისაუბრა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ უკონკურენტოა.

„ის რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის ძალიან მაღალი და ფაქტობრივად უკონკურენტოა არჩევნებში ეს დასტურდება არსებული რეიტინგებით. ოპოზიცია არის სავალალო მდგომარეობაში. ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა, დამერწმუნეთ, მმართველი გუნდისთვისაც კი მიუღებელია, რადგან არ შეიძლება, ქვეყანაში იყოს ასეთი მარტივ-მამრავლებად დაშლილი, ყოველგვარ მორალურ, შინაარსს გამოცლილი ოპოზიცია, რომლის ნდობა არის ზღვარს ქვემოთ. ეს ყველაფერი 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდება. ეს სამწუხარო ფაქტია,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი: „გახარია და მისი წარმომადგენლები პოლიტიკური პულსირების მიღმა არიან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები