მოქალაქეები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე შემოღობვის მიზნით ტექნიკა მანამდეც მიიყვანეს და აღმოჩნდა, რომ შემოღობვის ნებართვა გაცემული არ იყო, რამდენიმე დღეში კი ეს ნებართვა საგანგებოდ გაიცა.
მწვანე სივრცის დასაცავად გამართული აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.
როგორც ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, მიმდებარე ტერიტორიაზე ერთადერთი მწვანე სივრცეა, რომლითაც ისინი სარგებლობენ და იქ სტადიონის აშენებას, არ დაუშვებენ.