LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

103
იაშვილის კლინიკა

დიდ დი­ღომ­ში ბუნებრივი აირის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 1 წლამ­დე ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

ამის შე­სა­ხებ „ფორტუნას“ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

შეგახსენებთ, რომ დიდ დი­ღომ­ში, ე.წ. ბენ­დუ­ქი­ძის და­სახ­ლე­ბა­ში აფეთ­ქე­ბა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ოჯა­ხის 3 წევ­რი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

ამას­თან, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­და რამ­დე­ნი­მე ბინა და ად­გილ­ზე მდგო­მი მან­ქა­ნე­ბი.

„ფორტუნა“ ამავე დასახლებაში ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიას „დიდი დიღომსაც“ დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აფეთქება ე.წ ბენდუქიძის დასახლებაში, 07:25 საათზე,  N:42 საცხოვრებელი ბლოკში მოხდა, მიზეზის დადგენის მიზნით, ამჟამად მუშაობს საგამოძიებო სამსახური. ამავე ბლოკში ბუნებრივი აირის მიწოდება, ამჟამად შეწყვეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები