რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის და რუსი ხალხის სიძულვილს ეფუძნება და მათ წინააღმდეგაა მიმართული.
"დასავლეთმა შექმნა "სამშვიდობო გეგმები", რომლებიც უკრაინის კრიზისის დარეგულირებას უნდა მოჰყვეს. კარგი იქნება, თუ საუბარი იქნება ისეთი ვარიანტების მომზადებაზე, რომლებიც რეალობას გარკვეულწილად ითვალისწინებს" - წერს მედვედევი.