"ძალიან მაღალი თანამდებობის პირია რუსეთში, რომელმაც გააკეთა განცხადება, რითაც სურს გააყალბოს ისტორია და დაამციროს ქართველი ხალხი. ამ დამცირებას როგორ პასუხობს ის "ტრიადა" თუ "კვარტეტი" და დანარჩენები, პრორუსული "ქართული ოცნების" ორი სხვადასხვა განაყოფი?" - აცხადებს ვაშაძე.
გასულ ღამეს, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მედვედევი რუსეთის საზღვრების აღდგენაზე და მეზობელ ქვეყნებზე საუბრობს. სტატუსი 10 წუთში წაიშალა, თანაშემწის განცხადებით, მედვედევს გვერდი გაუტეხეს.