". ლენჩმა და ღრმა ალკოჰოლიკმა დიმიტრი მედვედევმა გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ეს პოსტი წაშალა. ვნახოთ, რას იტყვის, სიმთვრალეს მიაწერს თუ იტყვის, რუსული სოციალური ქსელის გვერდი გამიტეხესო."
ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის მიერ მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ეხებოდა საზღვაო ძალებს, ხოლო იმას, თუ საიდან გაჩნდა ტექსტი, რომელიც 10 წუთში წაიშალა და ვინ გატეხა გვერდი - სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გაარკვევს.
"რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამის საპირისპიროდ: ევროპელებს და ამერიკელებს ლანძღავს და ლაჩრულად "აბა ომი გინდა"-ს გაიძახის დღენიადაგ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ვაძლიერებდეთ და ომისთვის ვემზადებოდეთ" - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
არის თუ არა ავთენტური პოსტი ან ნამდვილად გატეხეს თუ არა მედვედევის გვერდი, მედიაში ინფორმაცია არ დასტურდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.