უკრაინამ შესაძლოა, სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები დაკარგოს და საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან. – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
როგორც მედვედევი ამბობს, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინამ დაკარგა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და მოექცა კოლექტიური დასავლეთის უშუალო კონტროლის ქვეშ და ასევე დაიჯერა, რომ ნატო უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს რუსეთი საზღვრებთან მიახლოებას და გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეს ქმნის.
„ქალაქის გიჟებმა“ კი, რომლებიც საკუთარ თავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას უწოდებდნენ, სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან და აიძულებენ უბედურ უკრაინელებს, სიცოცხლე შესწირონ ევროკავშირში გაწევრიანებას უწოდებდნენ, სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან და აიძულებენ უბედურ უკრაინელებს, სიცოცხლე შესწირონ ევროკავშირში გაწევრიანებას.
იმ ყველაფრის შედეგად, რაც ხდება, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან“. – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.
