"ამ ადამიანისთვის ვაჟკაცობა არის სკოლის მოსწავლეებთან "კანარეიკიანი” მანქანებით მისვლა და ბავშვების, მოსწავლეების "დაკაჩავება",- ამბობს საძაგლიშვილი ღარიბაშვილზე.
ადვოკატმა მედიას, სააკაშვილის წერილიც გააცნო, სადაც იგი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია.“
"ვფიქრობ, ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, როდესაც სამუშაო საათების არარსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის სააკაშვილის მონახულებაზე, ის სწორედ არასამუშაო საათებში დააკავეს", - ამბობს საძაგლიშვილი.