რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა თქვა, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს.
სააკაშვილის დაცვის უფლება დაირღვა, არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა – ადვოკატი
დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრელებს.
„მიხეილ სააკაშილი დაპატიმრებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, შესაბამისად, სამართლებრივ პროცედურებზე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ… მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, არის ძალიან მედგრად და მყარად დგას ამ პოზიციაზე,“ – განაცხადადიტო საძაგლიშვილმა.
ადვოკატმა მედიას, სააკაშვილის წერილიც გააცნო, სადაც იგი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია.“
ვამაყობ თქვენით, ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია – სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
