LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვამაყობ თქვენით, “ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია – სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

122
miShiko00

არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია, – ამის შესახებ მსჯავრდებულის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახელით ციხიდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.

როგორც წერილშია აღნიშნული, „ნაციონალურ მოძრაობას” ბოლო რეფერენდუმზე „ძალიან მაგარი შედეგი აქვს”.

წერილს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს.

„ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე.

ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა”.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეშია მოთავსებული. დღეს, 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან  მისი მხარდამჭერი აქცია იგეგმება.

რას წერს ლიზა იასკო რუსთავის ციხესთან დაგეგმილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g