ბორელის განცხადებით, ევროკავშირს სამი მიზანი აქვს: რუსეთის იზოლირება, საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება და მცდელობა, რომ უკრაინაში ომი "ცივ ომში" არ გადაიზარდოს.
ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონული შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა.