სანქციები მოიცავს პოლიტიკურ, სამხედრო, ბიზნეს და მედია სექტორებს, ეკონომიკურ ურთიერთობებს 2 სეპარატისტულ რეგიონსა და ევროკავშირს შორის, ასევე რუსეთის სახელმწიფოს წვდომას ევროკავშირის კაპიტალისა და ფინანსურ ბაზრებზე", – წერს ბორელი Twitter-ზე.
"ჩვენ ძლიერ სანქციებს ვამზადებთ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს გადაწყვეტს. ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ" - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოების საკითხებში.
„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, „რუსეთი ცდილობს, გამოიწვიოს ცივი ომის შემდგომ წარმოქმნილი პოლიტიკური წესრიგი“, – წერს დიპლომატი.