„საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო-სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი, მეტიც, საკვანძო ნაწილი“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
„ბრიტანულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ჩვენ განვიხილავთ ბრიტანეთის ბაზარზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის გამართვას საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით“.
„საქართველოში ინერგება ელექტროენერგიის ბაზრის ევროპული მოდელი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს“ - ამბობს რომეო მიქაუტაძე.