დეგნანის განცხადებით, ვიზიტის მეშვეობით საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე მიმდინარე ოკუპაციას აქვს.
"ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით", - წერია განცხადებაში.
კარანტინის ხანგრძლივობა ხალხისთვის ხელისშემშლელია, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარებაა და ბუნებრივია კარანტინული ზომები საჭიროა.