ექიმების მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად,მათ მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ისინი ასევე კლინიკის დირექტორთან, პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
"გამოგვიგზავნეს დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გენერალურ დირექტორს 2 500 ლარი ენიშნება, კიდევ გვეყოლება ერთი დირექტორი, რის ფასზე იქნება ეს? - ტარიფებს გავზრდითო და ჩვენ დევნილებზე ისე გვაქვს მორგებული, რისი გადახდაც შეუძლიათ" - აცხადებს კლინიკის მთავარი მედდა.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ არ გადაიყვან, შესაძლოა, მისი შიმშილობა სავალალო შედეგით დასრულდეს.