შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
საუბარია 2012 წლამდე საქართველოს საელჩოებისთვის გაგზავნილ 117 ექსპონატზე, რომელთა შორის, ძირითადად, „ძვირად ღირებული ფერწერული ტილოებია“ და რომელთგანაც წულუკიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 53 დაკარგულად მიიჩნევა
„იქნება სხვა დანაკლისებიც, ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება“, - განაცხადა წულუკიანმა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მასშტაბური საშტატო ცვლილება დაიწყო, რის შედეგადაც, 10 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.