„სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ“ - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გუშინდელი მატჩიდან ფოტოებს ავრცელებს.
„იმის მაგივრად, რომ მოვუფრთხილდეთ, ხელისგულზე ვატაროთ, ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენები, გამუდმებულ ფსიქოლოგიურ ტერორში გვყავს - „რატომ არ გამოხატა აზრი?“ „არ დააფიქსირა სწორი პოზიცია“, „არ ამოიღო ხმა”, „ნწ, ნწ ვის უჭერს მხარს?“
და ა. შ“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია წერს და საქართველო-თურქეთის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.
„ძალიან მაგარი თამაში იყო, დიდხანს რომ გაგვყვება და გვალაპარაკებს ისეთი“ - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძე“ სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველო-თურქეთის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.
„ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ” - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.