LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივიღეთ გადაწყვეტილება მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ დიდ ეკრანებზე… რა თქმა უნდა, დასწრება უფასოა, ყველას გეპატიჟებით ” – კახა კალაძე

134
კახა კალაძე

„ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში, თუმცა ბევრმა ვერ მოახერხა გამგზავრება, შესაბამისად სწორედ ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოდან უგულშემატკივრონ ეროვნულ ნაკრებს. კალაძის განცხადებით, დასწრება უფასოა:

„ისტორიაში პირველად მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ხვალ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან პირველი შეხვედრა აქვს. მე მინდა ჩვენს ბიჭებს და ჩვენ გულშემატკივარს წარმატება ვუსურვო.

ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში, თუმცა ბევრმა ვერ მოახერხა გამგზავრება და საქართველოდან უგულშემატკივრებს ჩვენს ნაკრებს. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, დიდ ეკრანებზე.

ამ წუთშიც მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ხვალისთვის 20:00 საათზე, ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიხეილ მესხის სტადიონიდან, ღია სივრცეში, დიდ ეკრანებზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრონ, რა თქმა უნდა, დასწრება უფასოა. გპირდებით სასიამოვნო გარემო იქნება, ყველას გეპატიჟებით” – განაცხადა კახა კალაძემ.