საქართველომ ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური, თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის, -ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ 6 დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, თითოეული მათგანი კი, საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, აღიარებულია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.