ვადის გადაწევა ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება კარგიც არის - რადგან ჯერჯერობით არანაირი შანსი არ ჩანს, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ეს 12 პუნქტი შევასრულოთ
თუ მოქმედი ხელისუფლება დარჩება, ამას არაფრით არ გააკეთებს [არ აპირებს ამ პუნქტების შესრულებას], ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა, - ამბობს "ფორტუნასთან" „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე.
„ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლარიზების მცდელობაში“, - განაცხადა მიხაელ რუპმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.