„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, „ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ წინა რეზოლუციების, რომლებიც გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ვითომ წამებასა და კეზერაშვილის ვითომ მედიამენეჯერობაზე".
„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩაუფინონ, საზოგადოება დააშინონ“.
სააკაშვილი ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებაზეც არის საუბარი.