„ბოლო რეზოლუცია საქართველოს მიმართ წკეპლასავით გამოიყენა…მალე „ფარაში“ ვნახავთ, რამდენი მილიონი დაიხარჯა რეზოლუციებზე”- გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, „ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ წინა რეზოლუციების, რომლებიც გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ვითომ წამებასა და კეზერაშვილის ვითომ მედიამენეჯერობაზე".
