„მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და სხვა საფრთხეები“ - წერს პაპუაშვილი.
ის საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე კანონპროექტის მიღებისაგან.