უკვე 22-ე დღეა, რაც 19 ივნისიდან, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. რამდენიმე გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, რამდენიმემ კი მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
„მალე ყველას გაჩვენებთ, რეალურად რა ოდენობის ხელფასს იღებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მაღაროში და მიწის ზედაპირზე“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ტარიელ მიქაცაძე.