საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის არსებულ სქემაში ცვლილება შეიტანა
აღნიშნული ცვლილება განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიმართულებით პროცესის დაჩქარებას და ინვესტიციების წახალისებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული ცვლილება განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიმართულებით პროცესის დაჩქარებას და ინვესტიციების წახალისებას ისახავს მიზნად.
ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
"საქართველოში ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია და მეტი ადგილობრივი წყაროს შექმნის ხელშეწყობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია," - ნარმანია
„ეს საკითხი ასახულია ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს ეფექტიანად ათვისება, რომ ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობა განიმტკიცოს და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს“ - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
„სუფთა ენერგიის მოთხოვნების დაკმაყოფილება პასუხობს კლიმატის გამოწვევებს, რაც ასე მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.“