LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი: „თხოვნა მაქვს მედიასთან – აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, თუ რა გეგმა აქვთ, ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს, არ იცის საკითხი“

მაჭარაშვილის თქმით, ხალხმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვა და „თუ ადრე არჩევნების დროს ამოსდიოდათ „კიდევ სცადეთ“, ახლა ამოუვიდათ - „აღარ სცადოთ“.

გურამ მაჭარაშვილი – „ახლა ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია და სულ შაბათია!“

„არჩევნების საღამოს, თავიანთი ეგზიტპოლებით გამარჯვება იზეიმეს და მაშინ ხმის ფარულობის დარღვევა რატომ არ ახსოვდათ?! “

გურამ მაჭარაშვილი: „ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს – თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია!“

მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს იღებს აღქმებით და არა მტკიცებულებებით და იგივე თქვა მოსამართლემაც, რომ არა აქვს მტკიცებულება, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა“.

გურამ მაჭარაშვილი: „ოპოზიცია როგორ იტყვის, რა უნდა გააკეთოს, როცა მტკიცებულებები არ არის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ორშაბათს მაინც გაიგებდა რამე გეგმას, ზურა ჯაფარიძემ მათაც ცივი წყალი გადაასხა“

„იქნება გეგმა, რომ ერთ-ორ წელიწადში რაღაცას იტყვიან და შემდეგ 2028 წლისთვის მომზადებას დაიწყებენ, თუ მანამდე იარსებებენ. იმედია, აღარ იარსებებენ, რადგან უნდა გასამართლდნენ“.