LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ოპოზიცია როგორ იტყვის, რა უნდა გააკეთოს, როცა მტკიცებულებები არ არის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ორშაბათს მაინც გაიგებდა რამე გეგმას, ზურა ჯაფარიძემ მათაც ცივი წყალი გადაასხა“

153
ზურაბ ჯაფარიძე და გურამ მაჭარაშვილი

„ოპოზიცია როგორ იტყვის, რა უნდა გააკეთოს, როცა მტკიცებულებები არ არის? ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ორშაბათს მაინც გაიგებდა რამე გეგმას, ზურა ჯაფარიძემ მათაც ცივი წყალი გადაასხა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიციამ რაც დათესა, იმას იმკის:

„ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს… მე მგონია, თვითონ თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“ ამ ყველაფერს, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც ალბათ რჩევას მისცემენ…“ – კობახიძე ოპოზიციაზე

„ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე“ – ელენე ხოშტარია

„დათესა ზიზღი, სამშობლოს სიყვარულის გაქრობა, ომის პროპაგანდა და ახლა ზუსტად ამას იმკის. ვერც გეგმა რომ ვერ წარადგინეს და ისიც კი ვერ თქვეს, ვინ იტყვის ამ გეგმას, იმისი მტკიცებულებაა, რომ ვერავის ვერავითარი გეგმა ვერ ექნება, რადგან გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს.

ახლა გამოდის, რომ ოპოზიცია ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, რომელიც იქ არ არის. მტკიცებულებები, რეალურად, არ არის.

ნიკა გვარამია: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით, მაინც გაგვიხარდება – არაფრის დამალვას არ ვაპირებ, ამიერიდან ყველაფერს ღიად ვიზამ“

ეს კარგად დაინახეს უცხოეთშიც, მილერმა მოუწოდა ზურაბიშვილს, ბორელმა – ოპოზიციას და ზურაბიშვილს, გვათქმევინეთ, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურაში მიბრძანდით და მტკიცებულებები წარადგინეთო. ესენი ამბობენ, მაგდენი არ გვიმეცადინია და მტკიცებულებები არ გვაქვსო. ესაა რეალური სახე.

„შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი… იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“ – ნიკა მელია

„შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი… იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“ – ნიკა მელია

გეგმას როგორ იტყვიან, რა უნდა გააკეთონ, როცა მტკიცებულებები არ არის? ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ორშაბათს მაინც გაიგებდა რამე გეგმას, ზურა ჯაფარიძემ მათაც ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ორშაბათს რაღაცას იტყვიან, თუმცა არაფერი ისეთი არ იქნება, ყოველდღიური გეგმა არ იქნება წარდგენილიო; ვინ გეტყვით, ეგეც არ ვიცითო.

მიხეილ სააკაშვილი: „მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს თუმცა პარტიებზე გადაბრალება, მხოლოდ ოლიგარქის რეჟიმს აწყობს“

შესაბამისად, იქნება გეგმა, რომ ერთ-ორ წელიწადში რაღაცას იტყვიან და შემდეგ 2028 წლისთვის მომზადებას დაიწყებენ, თუ მანამდე იარსებებენ. იმედია, აღარ იარსებებენ, რადგან უნდა გასამართლდნენ“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g