ჩემი მთავარი გზავნილი იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი – სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღია კარის პოლიტიკასაც
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღია კარის პოლიტიკასაც
კითხვის პასუხად, იენს სტოლტებერგმა ნორვეგიის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ ალიანსის წევრებისა და საქართველოს გადასაწყვეტი იქნება
მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი.
ნატოს გენმდივანმა საზღვაო აკვატორიაში სამხედრო დანაყოფების გაძლიერებაზეც ისაუბრა.
რეფორმებზე საუბრისას იენს სტოლტენბერგი სასამართლოს მიმართულებასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო ეფექტიანი დაცვის ინსტიტუციები იარსებებს.