“ჩვენ როცა მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, სხვას არავის ექნება ამ შემთხვევაში გამოკვეთილი აზრი, იმდენად რამდენადაც ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ, მსხვილ სახელმწიფოებს მიკერძოებული აზრის ქონის შესაძლებლობას,” – ამის შესახენ ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პარტნიორები მუდმივად აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს და ამბობენ, რომ “ეს ქვეყანას უნდა დაუფასდეს, თუმცა, როცა ამაზე საუბარი იწყება, არ ჩნდება რუსული ფაქტორი.”
კითხვის პასუხად, იენს სტოლტებერგმა ნორვეგიის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ ალიანსის წევრებისა და საქართველოს გადასაწყვეტი იქნება, რომლებიც თავად გადაწყვეტენ, როდის იქნება მზად საქართველო ამისთვის.
“საქართველოსთან მეზობლობა ჩრდილოეთით, მაგრამ ნორვეგიაც არის მსგავს სამეზობლოში, რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. 49 წელს გახდა წევრი, სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ, რომ მის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმდებეთ, ეს შეეხებოდა ნორვეგიას, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზეა დამოკიდებული, ალიანსის 29 ქვეყნის და თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ ალიანსში ვთქვით, რომ საქართველო გახდება უცილობლივ ნატოს წევრი.
თქვენ უნდა განახორციელოთ რეოფრმები, ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურად, მოდერნიზაცია აუცილებელია თავდაცვის სისტემების, სასამართლო სისტემის, ნატოს სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს. თქვენ ძალიან დიდი წინსვლას მიაღწიეთ, ამას ვაღიარებთ და მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს, საქართველოს, ნატოს სასიკეთოდ და ეს იქნება თავსებადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება მზად საქართველო გაწევრიანებისთვის,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
