ალიანსი აკვირდება სიტუაციას და ჩვენი მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს, - ასე ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნას.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, "ნატო-ს" მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან", - აცხადებს სტოლტენბერგი.
მისი განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არა 2022, არამედ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და კონტროლი დაამყარა ტერიტორიაზე უკრაინის აღმოსავლეთში.