როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა ბავშვებში ღვიძლის დაზიანებას იწვევს და 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში ასეთი 450 შემთხვევაა გამოვლენილი.
ივანე ჩხაიძის თქმით, ზაფხულში, შესაძლოა, საქართველოში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს, თუმცა ეს იმდენად მკვეთრი მატება არ იქნება, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის სახე მიიღოს.