LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული გამოღვიძება და სიტუაციის შეფასების შესაძლებლობა არ მიგვიცია, ფსიქოლოგიური მომზადება დასჭირდება – ჩხაიძე შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვზე

8943
გგგგ

31 მარტს, შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავდა რვა წლის მოზარდი, რომელსაც სამწუხაროდ, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

როგორც „ფორტუნას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ექიმებისთვის ძირითადი ამოცანაა ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი ჭრილობის კონტროლი.

„შარტავას ქუჩაზე დაშავებული პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე. ბავშვი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. გრძელდება სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი.

როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული კვლევების შედეგები გვიჩვენებენ, რომ პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუარესება არ აღენიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური სტატუსი შეიძლება ითქვას, რომ შეესაბამება ტრავმის სიმძიმეს და დინამიკაში შეფასება გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ, რომ ბავშვს ნევროლოგიის მხრივ ცვლილებები პრაქტიკულად არ აღენიშნება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იყო ალბათობა თავის დაზიანების, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა არ ჩანდა. ახლა ნევროლოგია არის კარგი და ეს პოზიტიური ინფორმაციაა.

გრძელდება ამ ეტაპზე კომბინირებული ანტიბიოტიკური მკურნალობა.

გული შედარებით, ნაკლებ მედიკამენტურ დახმარებას საჭიროებს.

ერთადერთი რჩება ჭრილობებიდან გამონაჟონი, რომლის მოცულობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია.

ამგვარად, დღეისთვის ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ტრავმის და ოპერაციის შემდგომ ჭრილობების კონტროლი, რათა შემდგომი ინფექციური გართულებები თავიდან ავიცილოთ. ყოველდღიურად ტარდება კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებს ქირურგი, ტრავმატოლოგი და ნევროლოგი. დღესაც ჩატარდა ასეთი კონსილიუმი და უკვე განსაზღვრული გვაქვს დიაგნოსტიკური  და სამკურნალო ღონისძიებების გეგმა.

 

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ - შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ 

„საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, რისი შესაძლებლობაც იყო. მოზარდის გადაყვანა ისრაელის კლინიკასთან უკვე შეთანხმებულია“

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მშობლებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ პაციენტის საზღვარგარეთ წაიყვანონ და შესაბამისად ჩვენც ველოდებით მათგან ინფორმაციას, თუ როდის და რომელ კლინიკაში წაიყვანენ“. – ამბობს ჩხაიძე „ფორტუნასთან“.

  • ბავშვთან თუ გქონდათ საუბარი და როგორ შეიძლება შეფასდეს მისი ემოციური მდგომარეობა?

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო კონტაქტი, მაგრამ ჯერჯერობით, სერიოზული რისკებიდან გამომდინარე, რადგან ეს  ბავშვისთვის იქნება დამატებითი სტრესი, მისი სრული გამოღვიძება და სიტუაციის შეფასების შესაძლებლობა არ მიგვიცია. გარკვეულად მედიკამენტური ზემოქმედების ქვეშ არის.

ნამდვილად დასჭირდება მომზადება იმ მომენტისთვის, როდესაც გაიღვიძებს და სრულად შეაფასებს თავის მდგომარეობას.

რისკები სერიოზულია და აქ უკვე ფსიქოლოგის აქტიური ჩართულობაა აუცილებელი. დასჭირდება ფსიქოლოგიური მომზადება. ინფორმაციის მიღების მომენტში მის გვერდით ფსიქოლოგი უნდა იყოს, რადგან სტრესი ძალიან მძიმე იქნება ბავშვისთვის“. – ამბობს ივანე ჩხაიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის მოზარდზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. მას თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

ამავე თემაზე: 

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

“ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესება არ არის” – ივანე ჩხაიძე შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ მოზარდზე

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები