LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესება არ არის” – ივანე ჩხაიძე შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ მოზარდზე

2734
BeFunky-collage (6)

8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, ამ ეტაპზე სტაბილურია. ამის შესახებ “ფორტუნას” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

“გუშინ ღამით, მენჯის დამატებითი გამაგრების ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

მკურნალობას აგრძელებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. როგორც სასიცოცხლო, ისე ლაბორატორიული პარამეტრების მხრივ გაუარესება არ აღენიშნება.

მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჯერ ადრეა საუბარი. ძალიან დიდი დაზიანება იყო. პირველი 72 საათი, ინფექციის და სხვა გართულების რისკი მაღალია.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ მდგომარეობის გაუარესება არ არის, თუმცა დადებით პროგნოზზე ლაპარაკი ჯერ ცოტა ადრეა”,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ “ფორტუნასთან” საუბარში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

 

magti 5g