LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ 

1892
Untitled design (3)

8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ “ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

„ბავშვი არის სტაბილურად მძიმედ. სასწრაფოდ გადაჰყავთ ისრაელში, რომ იქ გააგრძელოს მკურნალობა. საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, რისი შესაძლებლობაც იყო, რომ დამატებით რაც სჭირდება, იქ გაუკეთონ.

გუშინ გაიღვიძა. მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს. მართვით სუნთქვაზე იმყოფება“. -ამბობს ოჯახის ახლობელი „ფორტუნასთან“ საუბარში.

მისივე ინფორმაციით, ისრაელის კლინიკასთან უკვე შეთანხმებულები არიან.

„მთავარია ახლა დროულად წავიდნენ ისრაელში. ბავშვის გადაყვანა მაქსიმუმ ხვალ დილით უნდა მოხდეს,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის მოზარდზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

მას თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

ამავე თემაზე: 

“ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესება არ არის” – ივანე ჩხაიძე შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ მოზარდზე

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები