ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო დონორების მიერ დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდა.
როგორც ჯანმო-ში აცხადებენ, პოლონეთში ჯანმო-ს მხარდაჭერის ცენტრი იქმნება, ორგანიზაცია ასევე აფართოებს მონიტორინგს, რათა დროულად აღმოაჩინოს და შესაბამისად უპასუხოს ეპიდემიოლოგიურ გამოწვევებსა და საფრთხეებს.
მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერმა.