„ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია და ხალხს მოვუწოდებდი, რომ წინა ანგარიშები წაიკითხონ, ვინაიდან, ისინი იმ სფეროების ქრონიკაა, სადაც პროგრესი იყო საჭირო, მაგრამ ასევე ხშირად აღნიშნავენ სფეროებს, სადაც რეალურად პროგრესი იქნა მიღწეული“, - აცხადებს დეგნანი.
ელჩის თქმით, პრეზიდენტი წინა წელსაც დაესწრო აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტს და „სალომე ზურაბიშვილი ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარდგენით“.
საქართველოში ამერიკის ელჩი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გადახედონ ინიცირებულ კანონპროექტებს, რომლებსაც ამ წუთებში იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
„1930-იან წლებში კრემლი ცდილობდა ქართველი მწერლების რეპრესირებას, რომელთაგან ბევრს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, ისინი უცხოეთის აგენტებად და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საფრთხედ გამოაცხადეს.“