„1930-იან წლებში კრემლი ცდილობდა ქართველი მწერლების რეპრესირებას, რომელთაგან ბევრს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, ისინი უცხოეთის აგენტებად და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საფრთხედ გამოაცხადეს“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნაზე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა და დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:
„მიუხედავად ამისა, საქართველოს დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია და საოცარი ლიტერატურული და კულტურული ტრადიცია აქვს, რუსეთისგან განცალკევებული და განსხვავებული.
დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის რუსეთთან.“ – განაცხადა კელი დეგნანმა.
