„თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 4 წელიწადში, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხის განათლებასაც ის ევროპულ ქვეყნებში იღებს“ - თქვა კობახიძემ.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.