ლევან ხაბეიშვილსა და მის ადვოკატს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით უწყება ჩაბარდათ, თუმცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
„დარწმუნებული ვარ, მომიტინგეები დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე. ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი"– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.