ანუშაუსკასის განცხადებით, შეგროვილი ფულით, რომელიც ლიეტუველებს ბაირაქტარში უნდა გადაეხადათ, ამავე საფრენი აპარატისთვის საჭირო საბრძოლო მასალას შეიძენენ, დარჩენილი ფულით კი უკრაინას დაეხმარებიან.
ლიეტუველმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა ანკარაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ვილნიუსს საშუალებას აძლევს, უკრაინისთვის "ბაირაქტარის" საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინოს.
ლიეტუვის სეიმმა 10 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ლიეტუვა აღიარებს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში არის გენოციდი, ხოლო რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს.
როგორც NEXTA-ს „ტელეგრამ“ არხზე ვკითხულობთ, გადაწყვეტილება უკრაინაში რუსი დამპყრობლების მრავალრიცხოვან სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით იქნა მიღებული.